Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: HazetGeorgia
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"HazetGeorgia" ცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის (კონტაქტ-ცენტრის გუნდში) პოზიციაზე.

"HazetGeorgia"-ს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ინოვატორის საოჯახო ტექნიკისა და ხელსაწყოების ინდუსტრიაში, გვაძლევს საშუალებას რომ თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა.

შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი!

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება.
** ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს დინამიურ გარემოში მუშაობა;
** სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
** საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ძირითადი ფუნქციები:

** დადგენილი მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა ციფრულ საკომუნიკაციო არხებში (FB messenger, Instagram, Fb comments, Support chat..)
** მომხმარებლების გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
** მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით;
** დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
** არსებული პროდუქტების სრულყოფილად შესწავლა, მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ხელფასი: 2500-3500₾

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
** შეთანხმების საფუძველზე (კვირაში რამდენიმე დღე) შესაძლებელია ჰიბრიდულად მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@hazetgeorgia.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, HazetGeorgia ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე