დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
BD Company
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
შპს "ბიდი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 8:30-18:00 სთ.
ანაზღაურება კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით მინიმუმ 1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი, პარტნიორ კომპანიებთან უკუკავშირი;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
** კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად);
** სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით); რუსული ენის ცოდან, სხვა ენებიც ჩაითვლება უპირატესად.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 30 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი ჰოლდინგის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@bdcompany.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|