Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666155&print=yes&view=jobs
 
ჰოსტესი-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი-რეგისტრატორი
მომწოდებელი: Brod
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებთ ახალ წევრებს, ჰოსტესი-რეგისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: თვიური 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს/რესტორნის სტუმრებსა და თანამშრომლებთან
** ჯავშნების მიღება/მართვა შესაბამის სისტემაში, პროგრამულად
** სტუმრების მიღება/განთავსება/გაცილება და მასპინძლობა, სტუმართა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება ტარიფებისა და ობიექტზე არსებული სერვისების შესახებ
** სტუმართა გამოცდილების მონიტორინგი, სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** ეფექტური თანამშრომლობა და კომუნიკაცია სასტუმროს/რესტორნის გუნდებთან, ანგარიშების/რეპორტების მომზადება და წარდგენა, საჭიროებისამებრ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა (ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით)
** პასუხისმგებლიანობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** *უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია