დასახელება:
ჰიდრო ელექტრო სადგურის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანასიას ჰიდრო ელექტრო სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.
არსებითი პირობები:
** ანაზღურება: შეთანხმებით
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: კასპის რაიონი, სოფ. იგოეთი
** სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
** სამუშაო საათები: 08:00 სთ-17:00 სთ, შესვენება 1 საათი
** კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
** ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების პერიოდული შემოვლა-დათვალიერება, მათი მუშაობის კონტროლი ნომინალური პარამეტრების დაცვით, უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო ინსტრუქციების ზუსტი დაცვით;
** ჰესის პერსონალის ხელმძღვანელობა (ადმინისტრაციული და ტექნიკური კუთხით) და დანადგარ-მოწყობილობებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტროენერგიის გამომუშავების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** შენობა-ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო და სარეაბილიტაციო გეგმების შედგენის კოორდინაცია და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** დაგეგმილი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულების ზედამხედველობა;
** მიმდინარე ექსპლუატაციის, შეკეთებისა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი;
** დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, კაპიტალური და მიმდინარე შეკეთებისთვის საჭირო მოწყობილობებისა და მასალების შესყიდვის პროცესის უზრუნველყოფა;
** სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმების ორგანიზება;
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის ამოცანების დელეგირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, გუნდის მოტივაციასა და პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ჰიდროტექნიკის, ენერგეტიკის ან მომიჯნავე სფეროში);
** ენერგეტიკულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარების საფუძვლიანი ცოდნა ჩაირთვება უპირატესად;
** უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებისა და ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (MS Office).
პიროვნული მახასიათებლები:
** მართვისა და ლიდერობის უნარები;
** გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** რაციონალური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** კომფლიქტენის მოგვარების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფეტქური განაწილების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ამოცანების სწორად განსაზღვრისა და დელეგერიების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs.giec@gmail.com. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
|
|
|
|