Робота для біженців з України
ვოლონტორი დამკვირვებელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვოლონტორი დამკვირვებელი
მომწოდებელი: მრავალეროვანი საქართველო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო იწვევს ვოლონტორ დამკვირვებლებს საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

აუცილებელი პირობა: ბოლო 10 წლის განმავლობაში დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული სამონიტორინგო მისიის წევრობა სხვადასხვა ტიპის არჩევნებში.

დაკვირვების სასურველი არეალი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, მარნეული და ახალქალაქი.

დამკვირვებლის მოვალეობები: ორგანიზაციის ეგიდით დააკვირდეს უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულწლოვანი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ყურადღება! მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს არაპარტიული, მიუკერძოებელი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და არ წარმოადგენდეს/გამოხატავდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს.

პირობები: ორგანიზაცია უზრუნველყოფს მხოლოდ საკომუნიკაციო ხარჯებს.

ყურადღება! დაკვირვება ხორციელდება სრულიად ნებაყოფლობით (ვოლანტორულ) საფუძვლებზე და არ მოიაზრებს ანაზღაურებას.

დამკვირვებლები მონიტორინგს განახორციელებენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შემდეგ ელ. მისამართზე vacancy@pmmg.org.ge გამოაგზავნოთ:

** თქვენი CV
** პირადობის მოწმობის ასლი
** ბოლო 10 წლის განმავლობაში დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული სამონიტორინგო მისიის წევრობის დამადასტურებელი ინფორმაცია

წერილის სათაურში მიუთითეთ: EMP2025

კანდიდატები შეირჩევიან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე. PMMG დაუკავშირდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე