Робота для біженців з України
უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი
მომწოდებელი: თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ან 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (შესვენება 13:00-14:00 საათი)

უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის ძირითადი მოვალეობები/შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

** ცენტრის მუშაობის წარმართვა და კოორდინირება;
** ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა, წლიური სამუშაო გეგმისა და წლის მანძილზე ჩასატარებელი სამუშაოების კალენდრის შედგენა, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება და განხორციელება;
** დადგენილი წესის მიხედვით კორესპონდენციების განხილვა და მისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;
** თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მათი ფუნქციების განსაზღვრა და დავალებების მიცემა;
** ცენტრის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე ზედამხედველობა, მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
** ახალი პროექტების, იდეების შემუშავება და განხორციელება, დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება;
** ურთიერთობის კოორდინირება ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან, დონორებთან, ქართულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან;
** ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ცენტრის მუშაობის ანგარიშის მომზადება და წარდგენა ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის დავალებით;
** ცენტრის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** ცენტრის საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტების/ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული გამოცდილება;
** ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლების სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Power Point, Outlook) ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი);
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტატისტიკური მონაცემების შედგენისა და ანალიზის უნარი;
** დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: thu-posta@thu.edu.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 22 სექტემბერი, 18:00 სთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე