Робота для біженців з України
ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუთსორსული საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურება, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მართვა, IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA Georgia" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინოფორმაცია იხილეთ: www.aacc.ge

AACC-ის გუნდში ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე ახალ წევრს ვეძებთ!

რას გთავაზობთ?

** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00-18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აღმაშენებლის #61, ბიზნეს-ცენტრი: "მოზაიკა"
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე: 1500-1600 (NET);

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიების ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის წარმართვა (ბუღალტრული გატარებების წარმოება/სისწორის კონტროლი);
** საბანკო ამონაწერის გატარება;
** ხელფასების და თანამშრომელთა სხვა სარგებლის დარიცხვა;
** ძირითადი საშუალებებისა და არამეტერიალური აქტივის აღრიცხვა;
** გადარიცხვების წარმოება;
** მიმდინარე და წინასწარ დარიცხული ხარჯებისა გატარება და გადამოწმება;
** მომწოდებლებთან და დებიტორებთან შედარება;
** საბალანსო ანგარიშებისა და მათი ნაშთების კონტროლი (მთლიანი ბრუნვითი უწყისი);
** დეკლარაციებისთვის საჭირო ფორმების მომზადება (საშემოსავლო, განაცემები, დღგ, საპენსიო, მოგება და ქონება, ორმაგი დაბეგვრა (ფორმა 1);
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.

მოთხოვნები, მოლოდინები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული/ფინანსური და/ან ეკონომიკური მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭებათ 1C პროგრამის მცოდნე კანდიდატებს.

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი"
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე