Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666131&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ციტრუსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ციტრუსი" რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში და გთავაზობთ 36 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს, რესტორნებს, ბარს და სათათბირო ოთახებს აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
** მობილიზებული მუშაობის უნარი, კეთილსინდისიერება, ენერგიულობა,
** ორგანიზებულობა
** დავალებების დროულად შესრულების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კარგი სასაუბრო და წერილობითი უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანი სტუმრების მიმართ.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება.
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სწორი მენეჯმენტით წარმოება, ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი.
** უფროსი მენეჯერის მითითებების შესრულება და დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორი კოორდინირება.
** სასტუმროს სერვისის მუდმივი და სწორი კონტროლი.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურება 1000 ლარი დამატებით კვარტალური პრემიები
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@hotelcitrus.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემომოყვანილი აღწერილობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია