Робота для біженців з України
სასტუმროს გენერალური მენეჯერი - ალავერდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"Badagoni Hospitality"-ი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ალავერდი
განაკვეთი: სრული

პოზიციის მიზანი:

სასტუმროს გრძელვადიანი და მდგრადი წარმატების უზრუნველყოფა მისიასა და სტრატეგიული ამოცანების მაღალი ხარისხით შესრულების გზით. გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ სასტუმროსა და დაქვემდებარებული ერთეულების ეფექტიან მართვაზე, ასევე მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფასა და ბიზნესის ზრდაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** ოპერაციული პროცესების მართვა, ხარისხის კონტროლი და ეფექტიანობის ამაღლება;
** ბიუჯეტისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
** გუნდური მუშაობის კულტურის განვითარება და პერსონალის მართვა;
** სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** პარტნიორებთან და გარე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სასტუმროს მენეჯმენტში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სასტუმროს ინდუსტრიაში, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასტუმროს ბიზნესის სტრატეგიული და ოპერაციული მართვის გამოცდილება;
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების ცოდნა;
** ქართულსა და ინგლისურ ენებში თავისუფლად კომუნიკაცია (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV მისამართზე: hr@badagonihospitality.ge არა უგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს ("სასტუმროს გენერალური მენეჯერი"). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე