Робота для біженців з України
რესტორნებისა და ივენთების განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნებისა და ივენთების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას რესტორნებისა და ივენთების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნებისა და ივენთების განყოფილების სამუშაოს სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - ორგანიზება და კონტროლი
** სტუმართმოყვარე, პოზიტიური და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა
** სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებების მიმდინარეობის მართვა
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის მართვის ზედამხედველობა, ხარჯების ოპტიმიზაცია
** "სასტუმრო იოტა"-ს მომსახურების სტანდარტების რეგულარული გაცნობა/სწავლება თანამშრომლებისათვის, მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით
** F&B განყოფილების სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** აუცილებელია, ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება მითითებულ უცხო ენებზე)
** კვების ობიექტების მართვის სისტემის ცოდნა
** რესტორნის ოპერირების სქემის, ივენთების გამართული ფუნქციონირების, საბანკეტო მომსახურების სტანდარტების დანერგვის და ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურების წესების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "Fina" -ს ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("რესტორნებისა და ივენთების განყოფილების ხელმძღვანელი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე