Робота для біженців з України
სერვის ცენტრის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის დირექტორი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს "მატექს ჯორჯია" - "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (მივლინებები: ბათუმი, ქუთაისი)
გრაფიკი: სრული - კვირაში 6 დღე (ორშ-პარ 10:00-18:00; შაბ 10:00-13:00; 1 სთ შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული 3000 ლარი (დარიცხვის შემდგომ აკლდება 2% საპენსიო)

ძირითადი ვალდებულებები:

სერვის ცენტრის დირექტორი ვალდებულია:

** უხელმძღვანელოს სერვის-ცენტრებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში;
** გააცნოს დღის ამოცანები ტექნიკურ ჯგუფებს, გააკონტროლოს მათი შესრულება და ჯგუფების დისციპლინა;
** უზრუნველყოს სერვისის ხარისხი და მომხმარებელთა დროული მომსახურება;
** ითანამშრომლოს საწყობთან და ლოგისტიკასთან: აკონტროლოს ნაწილების მარაგი, დაბრუნებები და დოკუმენტაცია;
** განახორციელოს თურქეთიდან შეკვეთები: აწარმოოს მიწერ-მოწერა, ფასების შეთანხმება, ინვოისების შედგენა და ტრანსპორტირების ორგანიზება;
** მოამზადოს თვიური ანგარიშები კომპანიის მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სერვის ცენტრის დირექტორმა უნდა:

** ჰქონდეს მინიმუმ 2-5 წლიანი გამოცდილება სერვისის ან ტექნიკის მართვაში (ელექტროტექნიკა უპირატესობაა);
** იცოდეს თურქული ენა სამუშაო დონეზე (წერა/კითხვა/ლაპარაკი);
** ფლობდეს გუნდის მართვის და პროცესების ორგანიზების უნარს მრავალ ლოკაციაზე;
** ფლობდეს საბაზო ცოდნას Excel/ERP პროგრამებში;
** ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.

პირობები:

** სამუშაო ტელეფონი და გზის ხარჯების დაფარვა;
** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@mateks.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრებისას შემოწმდება კანდიდატის უცხო ენების ცოდნის დონე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე