Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666077&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ გასვლითი ვიზიტებისთვის, "ბლუ უოთერს"-ის გუნდში შენ გეძებთ გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

რა იქნება შენი მთავარი მიზანი:

** მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება;
** პროექტის შეთანხმება და აღსრულება.

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ადგილზე ვიზიტი და წინასწარი შეფასება შემოდგომი სამუშაოებისთვის. მომხმარებლების საჭიროების მიხედვით შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** ტექნიკური გუნდისთვის ხარჯთაღროცხვის და ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის და არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებული 1500 ლარი. ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა სასწავლო სისტემებს
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას
** ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას - 200 ლარით
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

სამუშაო განაკვეთი: ჰიბირდული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთმდე (1 სთ შესვენება)

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/externalsalesmanager7/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია