დასახელება:
ელექტრო ინჟინერი
|
მომწოდებელი:
MAKET.GE
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
არქიტექტურული მოდელირების (მაკეტირების) კომპანია Maket.ge აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00- საათამდე;
ანაზღაურება შეთანხმებით.
პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** Arduino-სა და შესაბამისი დაფის სენსორების/მოდულების დაპროგრამება და ინტეგრაცია;
** ელექტრონული სქემების პროექტირება და შემუშავება;
** მაკეტის აწყობის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Arduino-ს პლატფორმაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ელექტრო სქემების წაკითხვისა და შედგენის უნარი;
** ციფრული ან ანალოგიური ელექტრონიკის საბაზისო ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება რობოტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება).
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** კომფორტული როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის დროს
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორიენტირებული კომპანიის განვითარებაზე
** დროის მენეჯმენტის უნარით
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@maket.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|