დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
ჯიესენი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"ჯორჯიან სერვის ნეთვორქი" (GSN) რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.
კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალარო აპარატებს, შტრიხკოდ სკანერს, ფულის უჯრას, ელექტრონულ სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ.
კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge
"GSN" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N 45
სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მოხმარების ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, კედლების, ჭერის, სველი წერტილების, ფანჯრების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - "დიასახლისი".
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორქი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|