Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666069&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: იდეა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანია "იდეა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

იდეა დეველოპმენტი 2015 წლიდან მოღვაწეობს დეველოპერულ სფეროში, ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და საოფისე-კომერციულ სივრცეებს.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის ტერიტორიის დალაგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (სწორი განლაგება, რაოდენობა, მდგომარეობა);
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს ორგანიზება;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი/წარმოება, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** მარაგების კონტროლი და შევსება;
** წუნდებული პროდუქციის მართვა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია-აღწერა;
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
** შეკვეთების დამუშავება;
** ყოველ თვე გახარჯული მასალების სიის მომზადება;
** შესყიდვების გუნდთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Pdf).

მისამართი: ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ.57
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 საათი. შაბათი 10:00- 15:00 საათი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Hr@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია