დასახელება:
საოპერაციო განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (შესვენება 1სთ)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით EXCEL;
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა.
ფუქცია- მოვალეობები:
** სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობა. ელექტრონულ ზედნადებებთან მუშაობა (ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება-გადაგზავნა;კორექტირება;)
** საბუთებთან მუშაობა; გამზადება, მათი დროული პროგრამაში ასახვა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი.
ანაზღაურება: (კვალიფიკაციის შესაბამისად)
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს " ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|