Робота для біженців з України
ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** სტრატეგიული ბიზნესის განვითარების გეგმის შემუშავება და დანერგვა კომპანიის მიზნების მისაღწევად;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, მათ შორის ახალი ბაზრების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, პირველადი კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის ზედამხედველობა;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად სარეკლამო სტრატეგიის და აქტივობების განხილვა;
** ახალი პროდუქტების კონცეფციის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან მენეჯმენტის, ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს განვითარებაში, ან სტრატეგიულ მენეჯმენტში;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება და ბაზრის ანალიტიკის ცოდნა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა # 4
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე