დასახელება:
მოქნილი პერსონალი
|
მომწოდებელი:
Lazer Lounge
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
"Lazer Lounge" - გასართობი სივრცე, რომელიც მდებარეობს "სადგურის მოედნის" მიმდებარედ, ქარვასლის უკან, აცხადებს ვაკანსიას მოქნილი პერსონალის პოზიციაზე.
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ლაზერ თაგი, ასევე გვაქვს სათამაშო ოთახები, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და სხვა გასართობი აქტივობები. სტუმრები ძირითადად არიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრული ჯგუფები, რომლებიც ეძებენ აქტიურ დასვენებასა და ენერგიულ გართობას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და მომსახურება
** სასმელებისა და საკვების სუფრასთან მიტანა და შემდეგ ალაგება
** სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა (მაგიდები, იატაკი, საპირფარეშოები, ბარი)
** ლაზერ თაგ თამაშის ინსტრუქცია და მართვა
** დამატებითი ანაზღაურებით (სურვილისამებრ): ბავშვთა ანიმაცია (თამაშები, კონკურსები და სხვა აქტივობები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** ბავშვებთან (7+) მუშაობის სურვილი და გამოცდილება სასურველია
** საქმისადმი ყურადღება თუ რა არის გასაკეთებელი ან/და შესაცვლელი
** მეგობრული კომუნიკაცია
** ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან რუსული B2 დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო ახალგაზრდა კოლექტივთან ერთად
** სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:30 (საჭიროების მიხედვით)
** იმუშავეთ თქვენთვის სასურველ დღეებში და საათებში (წინასწარ შეთანხმებით) საშუალოდ გთავაზობთ 60 საათს თვეში. შესაძლებელია 100-ზე მეტიც ან 20-ზე ნაკლები (დამოკიდებულია ჯავშნების რაოდენობაზე)
** ანაზღაურება: 8 ლარი საათში (პირველი 100 საათი), შემდეგ 10 ლარი საათში. სრული დღე 14:30-22:15-23:30 - 70 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე)
** დამატებით: "თიფები" და კომისია
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ ელფოსტაზე, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი სასურველი პოზიციის მითითებით: laserlounge2024@gmail.com
|
|
|
|