Робота для біженців з України
წარმოების მენეჯერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჩნაძიანის მარანი (კახეთი)
ანაზღაურება: 6 თვე 3000 ლარი, ხოლო შემდეგ 3500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გააკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება;
** მოახდინოს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;
** მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, დროულად მოახდინოს რეაგირება დაცვის სისტემების გაუმართაობაზე;
** დაქვემდებარებული თანამშრომლისგან ზეპირი და წერილობითი განმარტებების მოთხოვნა, მათ მიერ განხორციელებული, მიმდინარე და მომავალი ღონისძიებების შესახებ;
** უზრუნველყოს სამუშაო გეგმების შესრულების ანალიზის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** მართოს საწარმო, რაც მოიცავს საწარმოს წინაშე მდგარი ამოცანების რაციონალურ გადაწყვეტასა და პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ეფექტიანი ზომების გატარებას;
** სურსათის დაცვისა და ფალსიფიკაციის პრევენციის რისკის შეფასებასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სერვისის მომწოდებლების მოძიება, კომუნიკაცია, შეთანხმება;
** მენეჯმენტის ყოველთვიური შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება, დოკუმენტირება;
** შემუშავებული დოკუმენტაციის ცვლილების განხორციელება საჭიროების მიხედვით სურსათის უვნებლობის ჯგუფის ლიდერთან ერთად;
** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და ქცევის წესების დაცვა;
** საწარმოში მიმდინარე პროცესების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ღვინის ლაბორანტის".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე