Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: აპარტ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"აპარტ გრუპში" შემავალი დეველოპერული კომპანია აპარტ დეველოპმენტი აცხადებს კონკურსს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობა;
** კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** ხარისხის კონტროლი;
** ფარული სამუშაოების აქტების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება და ჩაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (ვორდი, ექსელი) ცოდნა;
** უნდა შეეძლოს კონსტრუქციული, MEP და არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა;
** უპირატესობად ჩაითვლება ArchiCAD-ის ან AutoCAD-ის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: career@apartgroup.com 2025 წლის 12 ოქტომბრამდე

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური ზედამხედველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე