დასახელება:
ღამის ცვლის ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ფარმაცევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 - 900 ლარი + ყოველთვიური ბონუსი რეალიზაციის მიხედვით
** გადმოსვლის ბონუსი: 1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** Fitpass;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფარმაცევტული ზრუნვა და მაღალკვალიფიციური მომსახურება /ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 სექტემბერი.
|
|
|
|