დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
POS.GE
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
კომპანია "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე - ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია 2012 წლიდან მოყოლებული პროფესიოალურ დონეზეა დაკავებული მაღაზიის ინვენტარის, სავაჭრო აპარატების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მომარაგებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, თინა იოსებიძის 72 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000 ₾ (ხელშეკრულებით)
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება ფინანსური ან ბუღალტრული განხრით
** 1C პროგრამის ფლობა (საბუღალტრო დონეზე)
** უპირატესად ჩაითვლება ORIS პროგრამის ცოდნა
** მინ. 1-წლიანი ბუღალტერის სამუშაო გამოცდილება
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** ოფისის ზოგადი მონიტორინგი/კონტროლი
კომპანია გპირდებათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@pos.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტრის დამხმარე".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|