Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: თემიდა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
იურიდიული კომპანია "თემიდა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 500 ლარი (ხელზე)+ ულიმიტო სასაუბრო დრო და ჯანმრთელობის დაზღვევა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** კომპანიის სასამართლოში წარმომადგენლობა და ადვოკატირება.
** კორესპონდენციების წარმოება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციების შედგენა და ანალიზი.
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში.
** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან. (საჯარო რეესტრი, მერია და ა.შ)
** სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა.
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი სავალდებულოა.
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესობად).
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info.ltdlegalcompany@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე