Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665863&print=yes&view=jobs
 
სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სსიპ "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ანაზღაურება: 2628 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სარკინიგზო თავსებადობის სისტემის დანერგვისა და სარკინიგზო თავსებადობის წესების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** სარკინიგზო თავსებადობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო თავსებადობის შემფასებელი ორგანოების რეგულირებისა და სერტიფიცირებისთვის სათანადო პირობების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო პირობების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისოდ დამკვიდრებული თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSIs) ანალიზსა და მათ დანერგვაში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მოქმედი/არსებული ტექნიკური სტანდარტებისა და სამართლებრივი აქტების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფისათვის დასანერგი სტანდარტების მათთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფისა და ტექნიკური სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით;
** სარკინიგზო თავსებადობის საკითხებზე დაინტერესებული მხარეებთან (ინფრასტრუქტურის მენეჯერები, სარკინიგზო საწარმოები და სხვ.) კოორდინაციისა და კომუნიკაციის პროცესში მონაწილეობა;
** სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება სააგენტოს დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამართლის სფეროში;
** სავალდებულოა არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ფლობა (წერა და მეტყველება B2 დონეზე).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და წარმოადგინოთ განაცხადი მოცემული ბმულის მეშვეობით: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95556?active=1

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.

სააგენტოში დასაქმებით მოგეცემათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია