Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665862&print=yes&view=jobs
 
სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სსიპ "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: სარკინიგზო თავსებადობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

ანაზღაურება: 3650 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სარკინიგზო თავსებადობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო თავსებადობის შემფასებელი ორგანოების რეგულირებისა და სერტიფიცირებისთვის სათანადო პირობების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** ფიქსირებული ინსტალაციების ექსპლუატაციაში მიღების ავტორიზაციის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ბაზარზე განთავსების ავტორიზაციისა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ტიპის ავტორიზაციის გაცემისათვის სათანადო პირობების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის არსებული მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მოძიებასა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო პირობების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისოდ დამკვიდრებული თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSIs) ანალიზსა და მათ დანერგვაში მონაწილეობა;
** სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არსებული კომპონენტების, მათ შორის, ელექტრომომარაგების, სალიანდაგო, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირებისა და საკომუნიკაციო სისტემების მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის, მათ შორის ლოკომოტივებისა და ვაგონების, არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** ინფრასტრუქტურის კომპონენტებისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისთვის ძირითადი პირობებისა და მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა;
** სარკინიგზო თავსებადობის ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებასა და ERTMS-ის (კონტროლის, სიგნალიზაციისა და საკომუნიკაციო სისტემების) დანერგვის პროცესის მონიტორინგში მონაწილეობა;
** სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება სააგენტოს დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სარკინიგზო დარგში ან/და სამშენებლო დარგის ან ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით ან/და სატრანსპორტო/ლოგისტიკური მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე;
** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს ცოდნა/პრაქტიკული გამოცდილება საპროექტო და სამშენებლო სტანდარტებთან დაკავშირებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და წარმოადგინოთ განაცხადი მოცემული ბმულის მეშვეობით: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95557?active=1

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.

სააგენტოში დასაქმებით მოგეცემათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია