Робота для біженців з України
ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტი
მომწოდებელი: Total Charm Dent
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტის ვაკანსია

თუ ხართ პროფესიონალი ექიმი-სტომატოლოგი (თერაპევტი) და მზად ხართ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ, გეძლევათ კარგი შანსი შემოუერთდეთ წარმატებული ექიმების გუნდს!

"Total Charm Dent"- არის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, აღჭურვილი ამერიკელი და ევროპელი მწარმოებლების პრემიუმ ხარისხის ციფრული აპარატურით. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს სტომატოლოგებს ეფექტურად, უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელონ ყველა საჭირო პროცედურა.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სტომატოლოგიის ყველა მიმართულებას: თერაპია, ქირურგია, ორთოდონტია, ორთოპედია, ბავშვთა სტომატოლოგია და პაროდონტოლოგია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სახელმწიფო დიპლომი და მუშაობის ლიცენზია თერაპიულ სტომატოლოგიაში;
** რეზიდენტურა თერაპიულ სტომატოლოგიაში;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოში;
** ერთი უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ან ორივე ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანი, პაციენტებზე ორიენტირებული, მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, თუმცა განიხილება მოქნილი გრაფიკი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: n.panjavidze@tcc.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გახდით ჩვენი გუნდის წევრი და თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების დახმარებით ერთად გავხადოთ ჩვენი პაციენტების ღიმილი ლამაზი და ჯანსაღი!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე