დასახელება:
საგამოცდო ცენტრის დამხმარე ერთეულის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის დამხმარე ერთეულის სპეციალისტის პოზიციაზე მედიცინის სკოლაში (ფაკულტეტზე).
ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ბოცვაძის ქუჩა 6ა;
** სამუშაო საათები: მოქნილი, თავისუფალი
** ანაზღაურება: 1125 ლარი დარიცხული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შექმნას მედიცინის სკოლის საგამოცდო შეკითხვების ბანკი, (Q-Bank);
** შეაფასოს ტესტის ვალიდურობა და სირთულე;
** უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს Q-ბანკის განახლება/რევიზია, სამედიცინო პროგრამისა და საგამოცდო ცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით;
** აწარმოოს კომუნიკაცია სკოლის ადმინისტრაციასთან (ვიცე დეკანი, პროგრამების ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესების მართვის აკადემიური მენეჯერი) გამოცდის დროის, ხანგრძლივობისა და ტესტების რაოდენობის შესათანხმებლად;
** ითანამშრომლოს მედიცინის სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პედაგოგებთან, რათა ტესტის შექმნისას გათვალისწინებულ იქნას მიზნობრიობა, სასწავლო მასალის მოცულობა, სირთულე და შინაარსი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, კერძოდ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
** ინგლისური ენის ცოდნა, წერა, მეტყველება, კითხვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
შერჩევის ეტაპები: გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის სტუდენტური მენეჯერი თქვენთვის სასურველი გრაფიკ (ებ)ით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|