დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
ალიანს ექსპერტი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
საპროექტო კომპანია შპს "ალიანს ექსპერტი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფასების მოძიება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება;
** გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;
** დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** არქიტექტურული ან საინჟინრო პროექტიდან მასალების ამოკრეფა და განფასება
** ხარჯთაღრიცხვის ლოკალურ-რესურსული მეთოდით შედგენა (სატენდერო ფორმა, შესაძლებელია ადგილზე შესწავლა)
** მასალების ჩამოწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფერო, ფინანსები, ბიზნესის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel კარგად, Autocad საშუალო
უცხო ენები:
** რუსული კარგად
** ინგლისური საშუალო
უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ჭაბუკიანის #2, სააკაძის მოედანთან
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: 3000 ლარიდან - ზემოთ შესრულებული ფუნქციებიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: allianceexpert91@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ხარჯთაღმრიცხველი".
|
|
|
|