Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665832&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური რევიზია;
** არქიტექტურული პროექტების შექმნის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია მხარეებს შორის (დამკვეთი, არქიტექტურული კომპანია, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, დენდროლოგი, ინჟინერი და ა.შ.);
** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა (მუშა ნახაზების);
** პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა გეგმარების კორექტირება;
** პროექტის შესათანხმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვის გამცემ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები და შეთანხმებულ პროექტთან სამუშაოების შესაბამისობის დადგენა-რეპორტინგი;
** საჯარო სტრუქტურებში დოკუმენტაციის შეთანხმება და რისკების შეფასება;
** პროექტში არსებული საჯარიმო რისკების ანალიზი და დროული რეაგირება;
** მიღებული და შესრულებული დავალებების მიმდინარეობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** ARCHICAD/AUTOCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 მრავალბინიანი/მრავალფუნქციური სახლი/კომპლექსი)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კანონმდებლობის ცოდნა;
** ლიცენზია.

პიროვნული უნარები:

** გუნდური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია