Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665826&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური პრობლემატური ქეისების მართვა და მოგვარების პროცესის კონტროლი;
** არსებული ქეისების შესრულების ვადების კონტროლი;
** ელ.ფოსტაზე შემოსული საკითხების მოკვლევა და შესრულების კონტროლი;
** სოციალური ქსელების მონიტორინგი (უკმაყოფილო მომხმარებლების პოსტების ნახვა/მოკვლევა);
** მომხმარებლების მიერ განხორციელებული დაკარგული ზარების უკუკავშირი;
** დაკავშირებული კომპანიებთან (სერვისები) კომუნიკაცია ინფორმაციის მოძიების მიზნით;
** ყოველდღიური დატვირთვის დროს, შესვენებების ზონაში შემომავალ ზარზე მომხმარებლების პასუხი;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია და მისი პრობლემის ეფექტურად გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** გამართული ვერბალური/წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/B511CAaP2m
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია