Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665814&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს მარკეტინგის ანალიტიკოსის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და ანალიზი ლოიალობის პროგრამისა და სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე;
** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;
** გაყიდვების პროგნოზების მომზადება (Historical Data + Trend Analysis);
** ახალი პროდუქტების გაყიდვების პოტენციალის შეფასება;
** რეპორტინგი და მონაცემების ვიზუალიზაცია;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობა სხვადასხვა პროექტების და პროცესების მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, სოციოლოგიის, სტატისტიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამების MS Excel, MS Power Point, MS Power BI, MySQL, IMB SPSS ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ბაზრის ანალიზის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროექტულად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების უნარი და ანალიზის საპრეზენტაციო ფორმატში წარდგენის უნარი;
** გამართული წერითი კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია