Робота для біженців з України
სერვის-ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვიანი - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სს "ვიანი - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს სერვის-ადმინისტრატორის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტალში შემოსული პაციენტების დახვედრა, მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და გადამისამართება ან დანიშნულების ადგილამდე მიცილება;
** პაციენტების კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვით მომსახურება;
** პაციენტის ზოგადი დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება (მაგ.: ექიმის სამუშაო დრო, კაბინეტების განლაგება, ვიზიტისათვის საჭირო პროცედურა, ჩაწერის წესი, და ა.შ)
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** რიგის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას ("იმედი-L");
** თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას;
** "GPC"-ისა და "ფარმადეპოს" აფთიაქებში ფასდაკლებებს;
** "Fitpass"-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/udk1PaX
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე