Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი მოდუსი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 665774_cv_5413834.zip
სსიპ "კოლეჯი მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ.რუსთავში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კოლეჯის ვებ-გვერდზე სიახლეების განთავსება და facebook/tik-tok გვერდების მართვა/ადმინისტრირება, სტრუქტურის და შინაარსის განსაზღვრა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
** კონტენტის დაგეგმვა და შემუშავება-სტუდენტური ისტორიები, ვიდეორგოლები, ფოტოკოლაჟები და ა.შ.;
** ღონისძიებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, შერჩევა და საჭიროებისამებრ დამუშავება;
** კოლეჯის საინფორმაციო მედია პარტნიორებთან და ადგილობრივ მედიასთან კოორდინაცია.
** სტუდენტური ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
** სტუდენტების მოტივაციის და ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული პროექტების ორგანიზება;
** სტუდენტებთან და კოლეჯის პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კოორდინაცია ადმინისტრაციასთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან საერთო ღონისძიებების ორგანიზებისას;
** საჭიროებისამებრ, შეხვედრების, პრეზენტაციების ან ტრენინგების ორგანიზება;
** კოლეჯის ელ.ფოსტის კონტროლი (info@modusi.ge);
** რეგისტრაციების პერიოდში კოლეჯის ელექტრონულ ბაზაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე შეტყობინებების გაგზავნა, რეგისტრაციების დაწყებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ;

განათლება:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის, მასობრივი კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება:

** მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე