Робота для біженців з України
ღონისძიებების დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სასტუმრო "HOLIDAY INN TBILISI" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებების დეპარტამენტის მენეჯერისა და გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** გაყიდვების სტანდარტების დაცვა;
** სტუმრების მოთხოვნების დროული კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** სამუშაო პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;
** სტუმრების მონიტორინგი;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

კომპანია (შპს "აჭარა ჯგუფი"; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისდაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/WCJzBrtBMl
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე