Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665756&print=yes&view=jobs
 
მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "Geosm" დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა;
** შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის;
** ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
** მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე;
** უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** მოთმინების უნარის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ანაზღაურება:

** პირველი თვე (გამოსაცდელი პერიოდი) - 1000 ლარი;
** მეორე თვე - ფიქსირებული 1400 ლარი;
** მესამე თვიდან - ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით) + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია