Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული შეკვეთების შეგროვება და დაკომპლექტება;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, მითვლა და დასაწყობება;
** საწყობში არსებული მარაგების აღწერა და კონტროლი;
** მაღაზიის, მოთხოვნის მიხედვით მომარაგება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ანაზღაურება:

** პირველი თვე (გამოსაცდელი პერიოდი) - 1000 ლარი;
** მეორე თვიდან - ფიქსირებული 1300 ლარი (მომატების პერსპექტივით);
** კომპანიის ასორტიმენტში არსებული პროდუქტების სრულფასოვნად შესწავლის შემდეგ: 1300 ლარი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე