Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.

ფუნქცია-მოვალეობები

** კომპანიის ხედვასთან, ბაზრის ტენდენციებთან და ზრდის მიზნებთან შესაბამისობაში არსებული ფინანსური სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
** ბაზრის ტენდენციების, გაყიდვების მონაცემების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად;
** კომპანიის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, პროექტების შემუშავება, განხორციელება და აღსრულების მონიტორინგი;
** ფასების, აქციების და ფასდაკლებების მართვა გაყიდვებისა და მარჟის მიზნების მისაღწევად;
** გაყიდვებისა და ბიუჯეტების პროგნოზირება და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი, მათ შორის გაყიდვების, მარაგების ბრუნვის, მარჟისა და მოგების;
** KPI-ების ჩამოყალიბება და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება/ანალიზი;
** ფინანსური მოდელების, საოპერაციო ანალიტიკური რეპორტებისა და ფინანსური უწყისების მომზადება და სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება;
** საოპერაციო რეპორტების, ფინანსური უწყისებისა და მათი ცალკეული ელემენტების ანალიზი ტენდენციების განსაზღვრის კუთხით;
** კომპანიის ბიზნეს გეგმების, დასაგეგმი პროექტებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის ინფორმაციის შეჯამება და ფინანსურ/სტატისტიკური დამუშავება;
** ფინანსური რისკების დაიდენტიფიცირება და მინიმალიზაცია-ოპტიმიაციისათვის სტრატეგიების შემუშავება;
** კომპანიის სხვადასხვა ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ რეპორტების მომზადება გარკვეული პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება. მათ შორის, გუნდის მართვის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა; IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** თანამშრომელთა მართვის, მოტივირებისა და მათი საქმეში შემოერთების უნარი;
** უკუკავშირის კონსტრუქციულად გაცემისა და მიღების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ "ფინანსური მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე