დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული სკოლა
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
უფროსი მზარეულის მითითებით სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისათვის მოამზადოს მაღალი ხარისხის საკვები, დაიცვას საკვები ბლოკისათვის საჭირო ჰიგიენურ-სანიტარულ მოთხოვნები და მიაწოდოს კვებით მომსახურების მაღალი ხარისხი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი);
** რეზიუმე;
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gast.edu.ge
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 89 20 80
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე.
დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|