Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665729&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ჯი ქეი ჯი იურიდიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"ჯი ქეი ჯი იურიდული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) შერეული/ მოქნილი გრაფიკი
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ. ასლანიდის ქ. N9

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო კონტრაქტების მომზადების უზრუნველყოფა.
** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შიდა პროცესების მიმდინარეობის შემუშავება, მათი საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათ შესახებ კომპანიის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება.
** კომპანიის წარდგენა სასამართლო პროცესზე და საჭირო დოკუმენტაციისა თუ მასალის მომზადება.
** კორპორატიული მომსახურების გაწევა კომპანიებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით;
** სასურველია სასამართლოში საქმის წარმოების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა კომპანიის კორპორაციულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ადვოკატის ლიცენზია (ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსისა და საიმიგრაციო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** ლოგიკურად აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გაწონასწორებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkglawg@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი იურისტი"

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა
** გასაუბრება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩაინიშნება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია