Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665728&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
დაცვის კომპანია ალგანი დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორტფოლიო 10, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით

"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო გატარებების წარმოება;
** საქონლის მიწოდების, ასევე დროებით სარგებლობაში გადაცემული აპარატურის ბუღალტრული პროგრამული აღრიცხვა და შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთვა;
** პროგრამაში გატარებული მონტაჟის მომსახურების შედარება შემოსავლების სამსახურში ატვირთულ ზედნადებებთან;
** ყოველდღიური გადარიცხვების წარმოება;
** რეგიონებზე დებიტორული ნაშთების გადაგზავნა;
** შედარებები კლიენტებთან, მომწოდებლებთან და შედარებების აქტების მომზადება, გაფორმება და გადაგზავნა ;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ბუღალტრული დავალებების შესრულება;

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია