Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665722&print=yes&view=jobs
 
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 45 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი #30 (ბაია)

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა დიასახლისის დონეზე, დანარჩენს ჩვენ შეგასწავლით ადგილზე.
სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-16:00 სთ
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: 1200₾ + რეალიზაციის პროცენტი

პურ-ფუნთუშეულის მცხობლის ძირითადი მოვალეობები:

** პურ-ფუნთუშეულის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა (ქურაში)
** დახლების რეგულარული შევსება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** სისუფთავის დაცვა
** პროდუქციის სალაროდან გაყიდვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 22 66 40

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელ. მისამართზე: cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია