Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

გრაფიკი: ცვლიანობის განრიგით, სამ დღეში ერთხელ მორიგეობით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. N11

აუცილებელი მოთხოვნებია:

** სამხედრო ან/და სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მაიორი ან/და ზემდგომი წოდება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** დასაცავ ობიექტზე /ორგანიზაციის ოფისის შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის, დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება.

ანაზღაურება: 1000 ლარიდან

ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე: 577 52 46 56

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ოქტომბერი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე