Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა N33, თბილისი (ავჭალა)
სამუშაოს განრიგი: 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი გადასახადების გარეშე

სამუშაოს აღწერა:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** ოფისისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა და მარაგების მონიტორინგი;
** ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით;
** კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა;
** მონაწილეობა დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტების შენახვა და აღრიცხვა
** მოთხოვნის მიხედვით, დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დამუშავება და დროულად მიწოდება;
** მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა; სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office, PDF Acrobat) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობაში;
** მართვის მოწმობა B კატეროგორია.

პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV njaoshvili@gdp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე