დასახელება:
მარკეტინგის დირექტორი
|
მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17 ბ
ორშ-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: 3500 ლარიდან (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფილის შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** ლოიალობის სისტემების დანერგვის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** რუსული ენის ფლობა (სავალდებულოა);
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პრომოუშენის სტრატეგიის შემუშავება ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და ახალი კლიენტების მოსაზიდად;
** მარკეტინგული აქციების დაგეგმვა მაღაზიათა ქსელის მოგებიანობის გასაზრდელად;
** სამიზნე აუდიტორიისა და კონკურენტების ანალიზი, ინდივიდუალური აქციების შემუშავება;
** ბონუსურ სისტემაზე დაფუძნებული მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამის დანერგვა;
** სოც. მედიის მენეჯერის (SMM სპეციალისტის) ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლობა ინფლუენსერებთან.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარი
** ანალიტიკური უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე რუსულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|