Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665665&print=yes&view=jobs
 
კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის სერვისების სრულფასოვანი ცოდნა;
** სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება;
** ექიმებისთვის კლინიკის პროდუქტების გაცნობა/სისტემატიური შეხსენება;
** მიმდინარე ანგარიშის წარმოება ყოველდღიურად და ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელისთვის;
** სამედიცინო ბაზრის შესწავლა, ინფორმაციის მოძიება;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვა და აქტიური მონაწილეობის მიღება;
** საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია ექიმის ლიცენზია სპეციალობის მიხედვით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირება;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 5 ოქტომბრამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge

შენიშვნა:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები:რეზიუმე), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-ს მიერ (ს/კ:405018831, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 1 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია