დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
მზიური გარდენსი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
თანამედროვე და ახალი აპარტ-ოტელი "მზიური გარდენსი", რომელიც მდებარეობს მახინჯაურში, ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
** ტელეფონური ზარებისა და ელფოსტის მართვა;
** ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking, Airbnb და სხვა);
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა;
** პრობლემების ეფექტური და დროული გადაჭრა;
** ადმინისტრაციული პროცესების კონტროლი.
რას ველით შენგან:
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე (ორი ან მეტი ენა — უპირატესობა);
** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ დასაქმებას;
** პროფესიული და პირადი განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: მახინჯაური
გრაფიკი: ცვლებში მუშაობა (2/2)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან მოგვწერეთ პირდაპირ.
|
|
|
|