დასახელება:
სურსათის უვნებლობის განყოფილების უფროსი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ქ. თბილისში
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (შესვენება - 13:00-14:00 სთ);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 5 დღე);
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვებითი უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სურსათის უვნებლობის განყოფილების ხელმძღვანელობა და მართვა;
** კომპანიაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში HACCP სისტემის დანერგვის, მართვისა და უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და კონტროლი, კრიტიკული წერტილების განსაზღვრა;
** სურსათის უვნებლობის კუთხით აღმოჩენილი ხარვეზების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში სურსათის უვნებლობის წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული გეგმური და არაგეგმიური აუდიტების ორგანიზება და ჩატარება;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
სასურველია კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე ნებისმიერი ტიპის სასურსათო წარმოებაში;
** ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301, #173 დადგენილებებისა და HACCP-ის კოდექსის ცოდნას;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიები, ბიოლოგიის, კვება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge, 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
|
|
|
|