დასახელება:
სავაჭრო მარკეტერი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მარკეტერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 (შესვენება 13:00-14:00)
** ანაზღაურება: 2000-2500 (გამოცდილების გათვალისწინებით);
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 64ა;
ძირითადი მოვალეობები:
** საბაზრო ფასების მუდმივი მონიტორინგი;
** ფასების სტრატეგიის შემუშავება "ხარჯავ ნაკლებს - ზოგავ მეტს" პოზიციონირებასთან შესაბამისობაში;
** ფასების კორექტირების რეკომენდაციების მომზადება;
** ფასდაკლებების კალენდრის დაგეგმვა (კვირეული, თვიური, სეზონური);
** Bundle/multi-buy შეთავაზებების შექმნა;
** აქციების ეფექტიანობის ანალიზი და შედეგების ანგარიში;
** თაროებზე ფასმაჩვენებლების (price tags) სიზუსტის კონტროლი;
** ფილიალებში "ფასის შეცდომების" მონიტორინგი და ოპერატიული გამოსწორება;
** ფასის ელასტიურობის ანალიზი - რომელი პროდუქტი რეაგირებს ფასის ცვლილებაზე ყველაზე მეტად;
** SKU-ების მარჟის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** კონკურენტული "საგანგაშო ფასების" (loss leader) გამოვლენა და მათზე რეაგირება;
** კატეგორიულ მენეჯერებთან ერთობლივი გადაწყვეტილებები ფასების დადგენაზე
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
** მომხმარებელზე ფოკუსირება;
** სასურველია რუსული ანდა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|