დასახელება:
1C ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
საქკაბელი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები:
** 1C სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. სისტემური ხარვეზების აღმოჩენა და ტექნიკური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ბიზნეს პროცესების შესრულების დროს მონაცემთა ბაზაში შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** სისტემაში გატარებული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორების უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულების საჭიროებებზე დაყრდნობით პროგრამაში სხვადასხვა ტიპის რეპორტების აწყობა და პრობლემების მოგვარება/პროცესების გამარტივებულად მართვის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ, კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; / კომპანიის მიერ დასმული ამოცანის შესწავლა, ანალიზი და 1C ERP სისტემაში მისი განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრა;
** 1C ERP სისტემის ფინანსური მოდულების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; / 1C ERP სისტემაში არსებული ფინანსური ოპერაციების და რეპორტების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა;
** 1C ERP სისტემის მუდმივად მიმდინარე საჭიროებებთან მორგების, დახვეწისა და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა ტრენინგისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა 1C ERP სისტემის ეფექტიანად გამოყენების კუთხით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 1C პლატფორმის პროგრამებში ERP სისტემის ადმინისტრატორად მინიმუმ ერთი წლის მუშაობის გამოცდილება - 1C 8.3
** ERP პროგრამის ფინანსური მოდულების კარგად ცოდნა
** Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C ადმინისტრატორი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 56 97 98
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|