Робота для біженців з України
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: კლინიკა ნეოლაბი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კლინიკა "ნეოლაბი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნიმუშების აღება, დამუშავება და შესაბამისი მეთოდებით ანალიზი;
** შემოსული მასალის შემდგომი კვლევისათვის დამუშავება (ცენტრიფუგირება, განზავება გადანაწილება და ა.შ).
** სხვადასხვა რეაგენტისა და მასალების მომზადება;
** ლაბორატორიული მოწყობილობების გამართვა, ყოველდღიური ტექნიკური შემოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების დიაგნოსტიკა და ტექნიკური სპეციალისტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ანალიზის შედეგების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალებში ან ელექტრონულ სისტემაში;
** ნიმუშების იდენტიფიკაცია და არქივირება;
** ლაბორატორიის მარაგების კონტროლი;
** საჭირო მასალების მოთხოვნის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საქმის ადვილად ათვისების უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

ვაკანსიაზე გამოხმაურება:

ელ.ფოსტა: mchaquridze@gmail.com
მისამართი: ქ. თბილისი, ტაშკენტის ქ. N47
სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე